კობა ნარჩემაშვილი: “ენმ” გაუფრთხილდა პოლიტიკურ იმიჯს და მიიღო სწორი გადაწყვეტილება

,,ვფიქრობ, რომ ისინი გაუფრთხილდნენ თავიანთ პოლიტიკურ იმიჯს და მიიღეს სწორი გადაწყვეტილება,“ – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასე უნდა მოქმედებდეს პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, თუმცა, თუ არ შევიდოდნენ პარლამენტში ეს მაინც არ იქნებოდა საშიში გადაწყვეტილება.

”როგორც ისინი თვითონ ამბობენ, იმ 500 000 კაცს სჭირდებოდა წარმომადგენელი ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ისინი გაუფრთხილდნენ თავიანთ პოლიტიკურ იმიჯს და მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, რომც არ მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება, ”ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ეს არ იქნებოდა საშიში გადაწყვეტილება. ეს იმ პირობებში იქნებოდა საშიში, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფს აინტერესებს დიქტატურა. ”ქართული ოცნება” კი დაინტერესებულია თანამშრომლობით სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან”, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილის თქმით, ის არ ელოდა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობა“ ამდენ ხმას მიიღებდა და შემდგომი ანალიზის საგანია, ამ ადამიანებმა რატომ დაუჭირა მხარი ,,ენმს“ და რატომ არა ,,ქართულ ოცნებას“ .

banner
წინა სტატიაშიგოგა ონიანი: თუ ჩემი თანამშრომლების დანაშაული გამოიკვეთება, მზად ვარ, მეორე ტურიდან მოვხსნა კანდიდატურა
შემდეგი სტატიაშსს ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს