კობა ნარჩემაშვილი: დედას გეფიცებით, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას მხარს არ დავუჭერ

“ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის აკაკი ბობოხიძის ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს.

როგორც ცნობილია, ბობოხიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების “ქართული ოცნების” კანდიდატებს სთავაზობს, რომ თუ ისინი პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას მხარს არ დაუჭერენ, ის და მისი თანაგუნდელები მზად არიან, რომ ქუთაისის მაჟორიტაორბისათვის აღარ იბრძოლონ და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.

ნარჩემაშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხის განხილვა სახელისუფლებო პარტია არ გეგმავს.

“ჩემი გუნდი, პრემიერ-მინისტრი და ზოგადად, “ქართული ოცნების” წევრები ამ საკითხს არ განვიხილავთ, მაგრამ მათ გასაგონად, ვინც კვლავ სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს, გეუბნებით, რომ დედას გეფიცებით, ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას მხარს არ დავუჭერ,”- აცხადებს ნარჩემაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ჩვენი კანდიდატები იბრძოლებენ ყველა უბანზე