კობა ნაყოფია უკრაინაში ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე არ შეუშვეს

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა არ შეუშვეს უკრაინის ტერიტორიაზე ქართველი პარლამენტარი კობა ნაყოფია ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა.
“რაც შეეხება ამ მოქალაქეს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა შეასრულა ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს დავალება მისი არშემოშვების შესახებ”, – აღნიშნა სლობოდიანმა.
შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელმა ორგანომ მისცა მათ ასეთი დავალება, პრესმდივანმა განაცხადა, რომ არ არის უფლებამოსილი მისი ნებართვის გარეშე გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია.
შეგახსენებთ, დღეს საქათველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია კიევის ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს და მიიღეს გადაწყვეტილება მისი დეპორტაციის შესახებ. დეპუტატმა მომხდართან დაკავშირებით საჩივრით მიმართა ბორისპოლის აეროპორტის გამშვები პუნქტის უფროსს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: „ხელი არ წაგიცდეთ ბატონო ბიძინა 21 ოქტომბერს გაყალბებისკენ“
შემდეგი სტატიაშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი გადაარჩინეს