კობა ნაყოფია კიევში ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს

საქათველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია კიევის აეროპორტში დააკავეს და მიიღეს გადაწყვეტილება მისი დეპორტაციის შესახებ მიზეზის ახსნის გარეშე. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა .
“ის (კობა ნაყოფია -რედ.) ჩემი თამამოაზრეა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელიც მე შევქმენი და ვარ მისი საპატიო თავმჯდომარე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქტიურად მონაწილეობდა ღირსების რევოლუციაში, დავით ყიფიანი შეუერთდა “ზეციურ ასეულს”, რამდენიმე ჩვენი აქტიური მხარდამჭერი იბრძოდა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და დაიღუპა. ენმ ძლიერ ოპოზიციაში იმყოფება “გაზპრომის” უმსხვილეს აქციონერთან, რუს ოლიგარქ ივანიშვილთან მიმართებით. სწორედ მასთან შესახვედრად და მოსალაპარაკებლად საქართველოში გაემგზავრა პოროშენკო რამდენიმე დღით ადრე, სანამ მე მოქალაქეობას ჩამომართმევდენ.
ქართველი დეპუტატები, რომლებიც ჩემს პარტიას წარმოადგენდნენ მესაზღვრეთა შავ სიაში ჯერ კიდევ იანუკოვიჩმა შეიყვანა 2013 წელს, “მაიდანის” მოვლენებამდე. რითი დასრულდა ეს ყველაფერი, ჩვენ ყველას გვახსოვს, თუმცა მალტაში ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის დროს პოროშენკომ მითხრა, რომ ის იანუკოვიჩზე უფრო “მაგარია”, ვნახოთ, ვნახოთ…
მე ორივე მათგანს ვიცნობდი, ისინი ერთ რამეში ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. მათ, რა თქმა უნდა, ძალუძთ არ შეუშვან უკრაინის მეგობარი-დეპუტატები, წამართვან მე მოქალაქეობა, შეასრულონ პუტინის დავალება ჩემი დაპატიმრების თაობაზე, ოპოზიციონერებს შეუქმნან უამრავი ბარიერი, ამას ყველაფერს დიდი ჭკუა არ სჭირდება, მაგრამ ისინი ერთ რამეში სცდებიან: ფული და ძალაუფლება უკრაინელ ხალხზე უფრო ძლიერს მათ ვერ გახდის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედიის ცნობით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს
შემდეგი სტატიასოფელ ზემო ალვანში კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მხარდამჭერი აქცია გაიმართა