ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი კობა ხაბაზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. ხაბაზი მოწმის სახით იკითხება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე ეხება ბოლო დროს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს.
საქმე 315-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.