კობა გვენეტაძე – საპენსიო სააგენტოს მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა არსებულ მოთხოვნას პასუხობს

მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ყველა არსებულ მოთხოვნას პასუხობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების საკითხზე განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი არეგულირებს და განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს მიერ აკუმულირებული თანხების ინვესტირებას.

„დღეს საპენსიო სააგენტომ წარადგინა საინვესტიციო საქმიანობის დამტკიცებული დოკუმენტი. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს და განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს მიერ აკუმულირებული თანხების ინვესტირებას. ეროვნული ბანკის, როგორც ამ სფეროს რეგულატორის ფუნქცია არის ის, რომ ეს დოკუმენტი შესაბამისობაში იყოს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონთან, ამავე დროს ეროვნული ბანკის რეგულაციებთან და წესებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ის მუშაობა, რომელიც იქნა გაწეული, იყო ძალიან პროდუქტიული და მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ყველა არსებულ მოთხოვნას პასუხობს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 72 საათში ერთხელ სავალდებულო „პისიარ“ ტესტირებას გაივლის
შემდეგი სტატიასაქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა