კობა გვენეტაძე: როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს საქართველოში, თეორიულადაც კი ძნელია პროგნოზის გაკეთება

სკანდალი - ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს

მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი არ აკეთებს კურსის პროგნოზს. ეროვნული ბანკის ფუნქცია ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რამაც უკვე გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს, – განაცხადა ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ბოლო თვეების ტენდენციების მიხედვით, დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

„თუ გადავხედავთ ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა ნამდვილად გაუმჯობესებაზე მეტყველებს. ტურიზმი 11 პროცენტით გაიზარდა, ფულადი გზავნილები 13 პროცენტით, სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8 პროცენტით გაიზარდა, ამავე თვეში სექტემბერში, იმპორტი შემცირდა ორი პროცენტით. თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და პიკსაც კი მიაღწია. თუ ყველაფერს ამას შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით“,- აღნიშნა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მინისტრთა კაბინეტში ცვლიებებზე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ვისაუბრებთ
შემდეგი სტატია“TVპირველის” ეთერში “დაუპატიჟებელი სტუმარი” გამოჩნდა