კობა გვენეტაძე – მამუკა ხაზარაძის სურვილი იყო, მიგვეცა წერილი, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა სურვილი, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკისთვის” გაეგზავნა წერილი, სადაც ეწერებოდა, რომ სადავო ტრანზაქციით ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს ასეთი თხოვნის შესრულების იურიდიული უფლება უბრალოდ არ აქვს.

„არანაირი წერილი არ მიგვიწოდებია იმასთან დაკავშირებით, ფული გათეთრდა თუ არა, იმიტომ რომ ელემენტარულად არ გვქონდა ამის მანდატი და ამას ვერ გავაკეთებდით.

ბანკის მხრიდან და ბატონი მამუკას მხრიდან იყო სურვილი, რომ ჩვენ მიგვეცა წერილი, რომ ფული არ გათეთრებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის და ასეთ წერილს ვერ მივცემთ, რადგანაც იურიდიულად ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ისევ და ისევ ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო ინტერესთა კონფლიქტის დებულების დარღვევა,” – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე – „დენტონსის“ დასკვნა აგებულია მხოლოდ „თიბისი ბანკის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და საინტერესოა, რომ მთლიანად არასოდეს გამოქვეყნებულა
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პოლიციამ საზღვართან შეკრებილი მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა