კობა გვენეტაძე – დოლარიზაციის შემცირება დადებითი მოვლენა იქნება ინფლაციის სტაბილურობისთვის

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მაღალი დოლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი გამოწვევაა, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, დოლარიზებული სესხების გამო, გაცვლითი კურსის გაუფასურება კომპანიებს სესხის მომსახურეობის წნეხს უზრდის, რაც საბოლოოდ ფასებზეც აისახება.

„ეროვნული ბანკის ახალი კვლევის შედეგებმაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონე აშშ დოლარის გაცვლითი კურსიდან ფასებზე ზეგავლენას მნიშვნელოვნად აძლიერებს. დოლარიზებული სესხების გამო, გაცვლითი კურსის გაუფასურება კომპანიებს სესხის მომსახურეობის წნეხს უზრდის, რაც საბოლოოდ ფასებზეც აისახება. ეს კი გაცვლითი კურსის, როგორც საგარეო შოკების შემარბილებლის, ფუნქციას ასუსტებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაბალი დოლარიზაციის შემთხვევაში, იმავე მოცულობის უარყოფითი შოკის შესარბილებლად უფრო მცირე ზომის ნომინალური გაუფასურება გახდებოდა საჭირო. ამდენად, დოლარიზაციის შემცირება დადებითი მოვლენა იქნება როგორც ინფლაციის სტაბილურობისთვის, ასევე ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირებისთვის, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე კლდე ჩამოიშალა – მოძრაობა დაკეტილია
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო – მოსამართლე მაია სვიანაძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან