კობა გვენეტაძე: არ ვაპირებ გადადგომას

არ ვაპირებ გადადგომას, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ შესაბამის კითხვაზე უპასუხა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კობა გვენეტაძის თქმით, ამ საკითხზე მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება კითხვას ანაკლიასთან დაკავშირებით, არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს ამაზე და არანაირი როლი არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროექტი არ განხორციელდა. ეს თქვენი შეფასებაა და უფლება გაქვთ თქვენი შეფასება გქონდეთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება და შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. ბადრი ჯაფარიძემ გვენეტაძეს ჰკითხა, როდის აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვა კი ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დასვა. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა: „იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტი არ აშენდა?“.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი კობა გვენეტაძეს – ვიღაც ხომ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს ადამიანები დაიძინებენ მშივრები
შემდეგი სტატიავიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება