კობა დავითაშვილის შვილი: შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში

კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკაშირებით აცხადებს, რომ “დამნაშავე უნდა გასამართლდეს, მაგრამ სამართლიანად”. ამის შესახებ დავითაშვილი FACEBOOK-ზე წერს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები უნდა აფასებდნენ.

“ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცა, მაგრამ ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები მგონი შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.

მინდა რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსმართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გააასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ჯვ…

მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით”.- წერს თორნიკე დავითაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იოსები: მოკრძალებით,მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს,თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან,როგორც არასდროს
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი