კობა დავითაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარად აპირებს კენჭის ყრას

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და მთაწმინდის მაჟორიტარად აპირებს კენჭის ყრას. როგორც ის აცხადებს, დღეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების აზრს გამოხატავს. ამის შესახებ მან “იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, დღეს საზოგადოებაში არის მოთხოვნა რომ არსებობდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არც “ქართულ ოცნებასთან” და არც “ნაციონალურმოძრაობასთან” არ იქნება ასოცირებული.

“დღეს სამწუხაროდ საზოგადოების მოთხოვნას ვერ პასუხობს ვერცერთი პოლიტიკური ძალა. მირჩევნია მოვკვდე ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ვითანამშრომლო… ჩემი პოლიტიკური ამოცანაა, რომ განსასჯელის სკამზე დავსვა მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ყველა ესენი და გვერდზე მივუსვა “ქართული ოცნების” ის ლიდერები, რომლებმაც გააბლატავეს ესენი, რომლებიც მორალს გვიკითხავენ. აი ამიტომ მოვდივარ”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი ხელისჭემწყობი მძლავრი იმპულსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით-დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: შალვა შავგულიძე გამორჩეული ფიგურაა