“კოალიციაში რომელი პარტია იქნება და არა, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის”, – თამარ კორძაია

მრეწველების ქართული ოცნებიდან გარიცხვის საკითხზე კოალიცია პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს. ეს სხდომა, როგორც უმრავლესობის წევრი დეპუტატები აანონსებენ ძალიან ხმაურიანი იქნება. რესპუბლიკელები კი მანამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გოგი თოფაძეს, დატოვოს მრეწველების და კოალიციის რიგები.

“ურთიერთობები დაზიანებულია, ცხადია. საჯარო სივრცეში ასეთი დებატი და ასეთი დისკუსია ნებისმიერ შეთხვევაში დამაზიანებელია, როგორც კოალიციისთვის, ასევე მასში შემავალი სუბიექტებისთვის. ამიტომ ეს უნდა ამოიწუროს, რაც შეიძლება სწრაფად. ორივე სუბიექტი არის ჩვენი პარტნიორი და არის კოალიციაში შემავალი. ქართული ოცნების მხრიდან მონდომება არის, რომ ეს ინციდენტი ამოიწუროს და კოალიცია დარჩეს, როგორც ერთიანი და მყარი სუბიექტი“, – აღნიშნა ქართული ოცნების წევრმა მანანა კობახიძემ.

ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილის თამარ კორძაიაც თქმით, კოალიციაში რომელი პარტია იქნება და როემლი – არა, ეს ერთი დეპუტატის გადასაწყვეტი არ არის.

“რესპუბლიკელებმა წამოწიეს პრობლემა, რომელიც არ ეხება რესპუბლიკელებს და არ ეხება არავითარ შემთხვევაში მრეწველებს. ეს პრობლემა წამოწიეს, რომ ერთი დეპუტატის პოზიცია არ შეესაბამება კოალიციის პოზიციებს. კოალიციის ყოფნა-არყოფნის საკითხი ნამდვილად ამ თემასთან კავშირში არ არის, კოალიციას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. კოალიციაში რომელი პარტია იქნება და არ იქნება, ეს ასევე ერთი დეპუტატის გადასაწყვეტი არ არის“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გაერთიანების შიგნით გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის ღია კრიტიკას მოჰყვა. კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მისი ლიდერის, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართება. მრეწველებს რესპუბლიკელებთან დაპირისპირებისა გარდა მოუწევთ განმარტებების გაკეთება საგარეო კურსთან დაკავშირებითაც.

banner
წინა სტატიაშიკადიროვს პუტინისმაისურიანი ტარასოვის გაყიდვაზე უარი განუცხადეს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია ვარკეთილში – ერთმანეთს ბაზრობაზე მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები დაუპირისპირდნენ