კოალიციამ ძლიერი საქართველო 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა.
კოალიციაში გაერთიანებული არიან ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, პარტია მოქალაქეები და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი.
“მე მინდა გამოვაცხადო სია და შევცვალო დამკვიდრებული ტრადიცია, როცა აცხადებენ პირველიდან 20-მდე ან 25-მდე, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, თითოეული გუნდის წევრი არის მნიშვნელოვანი, ამიტომ, სიის თანამიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, თითოეული ადამიანი ჩვენთვის არის ძალიან ხარისხიანი, პროფესიონალი და მნიშვნელოვანი, ამიტომ, მე სიას დავიწყებ ნომერი 26-დან”, – თქვა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
სიის შემადგენლობა ასეთია:
26. ოთო ფარულავა
25. გიორგი რეხვიაშვილი
24. ირაკლი ბუცინაშვილი
23. ირაკლი ქობალია
22. აგილ მუსტაფაევი
21. ბაკურ კვაშილავა
20. ალექსანდრე ელისაშვილი
19. მედეა მეტრეველი
18. მაკა ნუცუბიძე
17. ლანა გალდავა
16. ვახტანგ სურგულაძე
15. გიორგი უშიკიშვილი
14. ფიქრია ჩიხრაძე
13. ლევან სამუშია
12. გრიგოლ გეგელია
11. თამარ ლალიაშვილი
10. დავით რაქვიაშვილი
9. სალომე სამადაშვილი
8. საბა ბუაძე
7. ქეთევან თურაზაშვილი
6. ირაკლი კუპრაძე
5. ლევან ცუცქირიძე
4. ანა ნაცვლიშვილი
3. ბადრი ჯაფარიძე
2. ანა დოლიძე
1. მამუკა ხაზარაძე