კოალიციამ ალეპოში, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა

გუშინ, საღამოს, ალეპოს დასახლება ხასაჯეკზე ავიადარტყმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმები ბელგიურმა „F-16-მა“ განახორციელეს, თუმცა სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, სტივენ ვანდეპუტმა განაცხადა, რომ ბელგიური თვითმფრინავები აღნიშნულ ზონაში არ ყოფილან. შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ალეპოში ცეცხლი შეწყვიტეს ე.წ. “ჰუმანიტარული პაუზის” გამო, რომელიც 20 ოქტომბერს შევა ძალაში. “დღეს 10 საათიდან ალეპოს დაბომბვას შეწყვეტენ სირიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები. ცეცხლის წინასწარი შეწყვეტა 20 ოქტომბრის “ჰუმანიტარული პაუზისათვის” აუცილებელია” – გუშინ თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ეს გარანტირებულად მისცემს ხალხს იმის საშუალებას, რომ ექვსივე კორიდორიდან ევაკუაცია მოხდეს და ავადმყოფების გამოყვანა გახდეს შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშითბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე: პრემიერი ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოჰყვება