კოალიცია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ისევ მისი ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას

ზვიად ძიძიგურ

კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ჩამოაყალიბა, ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალ არჩევნებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კოალიციისათვის.
“ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალ არჩევნებში 2016 წელს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ იმედი გვაქვს და ბატონმა ბიძინამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ის 2016 წელს იქნება აქტიური საპარლამენტო არჩევნებში. კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ჩამოაყალიბა ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას”, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
როგორც ძიძიგურმა განმარტა, ივანიშვილის განცხადება, რომელიც არაერთხელ გაუკეთებია პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შესახებ, გულისმობს იმას, რომ ივანიშვილი პარტიაში კვლავ ლიდერის ადგილს დაიკავებს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი გამოჩენა და ახსნა-განმარტებები ყველა თემაზე იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი კოალიციისათვის”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ურთმელიძის დასაბუთებული გადაწყვეტილება რუსთავი2-ს ჩაბარდა
შემდეგი სტატიამარიამ გერსამიას გათავისუფლების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორმა განმარტება გააკეთა