კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” – მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია

ქარელში მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია – ნათქვამია კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებაში, სადაც “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმაზეა საუბარი.

“მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა.

კოალიცია ქარელში მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.

მივმართავთ “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა.”ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე სუს-ის ჩანაწერებზე – სისულეები ვრცელდება, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს
შემდეგი სტატიაამილახვარი – არანაირი საფუძველი იმის, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ახლა პარლამენტში იყოს მიწვეული, არ არსებობს