“კოალიცია ეცდება ამ დაპირისპირებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს”

ფრაქცია ქართული ოცნების წევრები კვირას პრემიერმინისტრს შეხვდებიან. ამის შესახებ გუშინ დღის ბოლოს, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ფრაქციის ხელმღვანელის, გია ვოლსკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მათ კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ კოალიციის შენარჩუნების საკითხი მნიშნვლეოვანია. იმავდროულად აცხადებენ, რომ კოალიციის დაშილის საფუძველი არ არსებობს.

გია ვოლსკის თქმით, კოალიცია ყველანაირად ეცდება ამ დაპარისპირებიდან “ნაკლები დანაკარგით” გამოვიდეს.

“კოალიციის შენარჩუნების საკითხი არის მნიშვნელოვანი. შიგნითაც, ალბათ, ეს შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. მე ყოველშემთხვევაში იმედი მაქვს და მოწოდებული ვარ, როგორც მე, ასევე ფრაქციის ის ხელმძღვანელი პირები, ვინც დღეს იყვნენ შეკრებილები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, კი პოლიტიკური შეფასებები კოალიციის შიგნით დაპირისპირებაზე გადაჭარბებულია.

„ეს უფრო პიროვნული დაპირისპირების გამძაფრებული ფონი იყო. პოლიტიკა ერთგვარად კომპრომისების ხელოვნებაც არის და ჩვენი მიზანი იქნება, რომ მოვუწოდოთ მხარეებს კომპრომისზე“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) აშშ-მ და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
შემდეგი სტატია“მოვიდა დრო, ახალმა ცოცხმა კარგად გამოგავოს პროკურატურის სისტემა”