კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბთან მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბთან მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო და დაწერა: „საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“.

banner
წინა სტატიაში,, უბანი არ უნდა გაანაწყენო ჭუკლი!” – შალვა რამიშვილი საბა ბუაძეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებითა და ე.წ. ბალაკლავებით მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ