(video)2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

"ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების ძებნა უკვე დაიწყეს. "რა? სად? როდის?" კლუბის წევრების 20 კაციან შემადგენლობას პარტიაში ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს. მოაზროვნეები პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვას ამ ეტაპზე უარყოფენ, თუმცა სამომვლოდ არ გამორიცხავენ, რომ კლუბის რომლიმე წევრმა გადაწყვტილბა შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. დასახელდა კონკრეტული თვეც, სექტემბერი. ერთ–ერთი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნოდ მოაზროვნეები პარტიის სახეები გახდებიან სანაცვლოდ გიორგი მოსიძემ დეპუტატის სავარძელი მოითხოვა. დათანხმდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში გიორგი მოსიძის დეპუტატობას ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ კონსულტაციები მმართველ გუნდში ისევ გაიმართება. შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ შეკითხვები ამ საკითზზე "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვდრებზე ხშირად ისმება.2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, – არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მისაღები ფორმაა, “ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, პარტიების აზრით, საჭიროა, მთავრობაში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

„პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და შევეცდებით, ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე. არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ნორმალურია, რომ არჩევნებზე პარტიები გავიდეთ დამოუკიდებლად. გარკვეული კოალიციების შექმნა კი არჩევნების შემდეგ ხდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა, სრულიად სხვა რეალობა და ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პროცესი იყო, ხოლო დღეს სხვაგვარი რეალობაა.

„დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი გაცილებით გამჭვირვალე და დემოკრატიულია, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერი უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და ამ კუთხით, არჩევნებამდე, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს დიდწილად დამოკიდებულია, რამდენად წარმატებული იქნება პარტიათა ურთიერთობის ნორმალური რეჟიმის გაგრძელების მცდელობა.

„პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს არ გვკარნახობს იმას, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას სრულად ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება მიღებულია კოალიციის ლიდერებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად.

„ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა. ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, ამ რეალობას, რომელიც მრავალპარტიული ცხოვრებისთვის ნორმალური მოვლენაა. კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებზე პარტიები გადიან ან საარჩევნო ბლოკებად, ან – ცალ-ცალკე. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებასა და წინსვლაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

https://youtu.be/Hqd9GebZ1HY

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროპის კრიზისს გამოიწვევს
შემდეგი სტატიაოცნება წერა-კითხვის მცოდნეთა გარეშე გადის არჩევნებზე