28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

“კოალიცია ცვლილებისთვის”: ვახო სანაია მისი დაუმორჩილებლობისა და სიმტკიცისთვის ისჯება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებით,  ვახო სანაია ისჯება მისი „დაუმორჩილებლობისა და სიმტკიცისათვის“.

„სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება ივანიშვილის რეჟიმის ახალი განაცხადია ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარების შესახებ. ვახო სანაია ისჯება მისი დაუმორჩილებლობისა და სიმტკიცისათვის, რაც კარგად გვაჩვენებს იმას, თუ რისი ეშინია რეჟიმს სინამდვილეში: ჩვენი სიმტკიცისა და დაუმორჩილებლობის.

ცხადია, რომ რეჟიმი ვერ შეძლებს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, მოკლას ადამიანების გამოხატვის თავისუფლება და საქართველო საბოლოოდ გამოაცხადოს რუსეთის გუბერნიად.

მხარდაჭერა და სოლიდარობა ვახო სანაიას, ტელეკომპანია „ფორმულას“ და ყველას, ვის თავისუფლებასაც რეჟიმი ემუქრება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

 

banner
წინა სტატიაში53 კილოგრამზე მეტი “ჰეროინის” შემოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე დასავლელმა დიპლომატებმა უარი მიიღეს