კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ნიკა კვიტატიანი დააკავეს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნიკა კვიტატიანი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

24 ოქტომბერს პროპაგანდისტულმა PosTV-იმ დაკავებულებად წინასწარ გამოაცხადა პირები, რომლებიც იმ დროისთვის დაკავებულები არ იყვნენ. მოგვიანებით პოსტივიმ ქარდი წაშალა, თუმცა მასზე აღნიშნული პირები: გიგა ლემონჯავა, ნიკა კვიტატიანი, თენგო კირთაძე, თამთა გოგოლაძე, გიორგი სიხარულიძე და ნატო სლეპაკოვა მოგვიანებით დააკავეს.

26 ოქტომბეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო 3 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 60 ადამიანი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიCome on! რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ისევ ვერ ხვდებით, სად ვართ? – ზურა ჯაფარიძის წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიათიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში