8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

“კოალიცია ცვლილებისთვის”: ევროკომისიის ანგარიში თითოეული მოქალაქისთვის განგაშის სიგნალი უნდა გახდეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადებას ავრცელებს.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ევროკომისიის მიერ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ფორმალურად რჩება ძალაში. ივანიშვილის რეჟიმი არ ასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს, რადგან მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებებისათვის ძირის გამოთხრასა და სახელმწიფოს მიტაცებას.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით დემოკრატიის უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, “ქართული ოცნება” ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას, ხოლო ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ამბობს, რომ გაფართოების პოლიტიკა ვეღარ იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ცენტრალური ხაზი.

რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის ამოცანაა, საბოლოოდ მოკლას ჩვენი სამშობლოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია.

28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო ქართველი ხალხისაა. ჩვენ ვწყვეტთ სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი.

საქართველო ივანიშვილის გარეშე!“- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: საარჩევნო ცვლილებები არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ზღუდავს