„კოალიცია ცვლილებისთვის“ – ჩვენ უარი ვთქვით ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, რეჟიმის დამარცხებისა და ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა

ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესისადმი, სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ ეუთო-ს გენერალურ მდივანი „არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არცერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის“.

„საქართველოში დღეს მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით – კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული. აღნიშნულ ვითარებაში ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არცერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესისადმი. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელარუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ „ლელოს“ წარმომადგენლებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაში2025 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
შემდეგი სტატიაკიტ კელოგი – ანდრეი ერმაკთან პოზიტიური საუბარი გვქონდა, დროა, წინ წავიდეთ ომთან დაკავშირებით ტრამპის დირექტივით: შეწყვიტეთ მკვლელობები, მიაღწიეთ მშვიდობას, დააყენეთ ამერიკა პირველ რიგში