19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

კოალიცია “ცვლილებისთვის” 20 წლის ფეხბურთელი ქალის მიმართ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხმაურება

კოალიცია „ცვლილებისთვის“ 20 წლის ფეხბურთელი ქალის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს ეხმაურება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოსგან მკაცრ რეაგირებას ითხოვს.

პოლიტიკური გაერთიანების წევრის, მარიკა არევაძის განცხადებით, კლუბის პრეზიდენტ მეჰმედ უარის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბის დუმილი შემზარავია და მფარველობის ეჭვებს აჩენს.

„სექსუალური ძალადობის საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის და კლუბის მხრიდან სრული დუმილი შემზარავია… მოვითხოვთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან კონკრეტულ პასუხებს — მკაფიოდ უნდა დაადგინონ, რომ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა შეუთავსებელია სპორტთან“, — განაცხადა არევაძემ.

საქმის მასალების თანახმად, საფეხბურთო კლუბის თურქეთის მოქალაქე მფლობელმა კორპორატიული ღონისძიების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელი ქალი სახლში მოტყუებით აიყვანა, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მასზე სექსუალურად იძალადა.

დაზარალებულის ადვოკატის ცნობით, ბრალდებული 9 თვის განმავლობაში 20 წლის გოგოზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ ნახევარ მილიონს სთავაზობდა.

მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებამ ბრალდებული მალევე დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: ბრალდებული 8 და 11 წლის მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა
შემდეგი სტატია“გვჭირდება მტკიცე, ევროპული ხმა”- ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატებს შეხვდა