“კოალიცია ცვლილებებისთვის”: არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობას

“ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.

დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია.

ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით.

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე.
ბოლომდე!“ -აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის“

 

მსჯავრდებულმა პოლიტიკოსებმა მომმართონ განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე – ყაველაშვილი

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულმა პოლიტიკოსებმა მომმართონ განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე – ყაველაშვილი
შემდეგი სტატიაკუპრაძე: ლელოს ლიდერები არალეგიტიმურ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ