“კოალიცამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატი შეარჩია”

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტროსბისთვის საუკეთესო კანდიდატია.

ღარიბაშვილი კვირიკაშვილს წარმატებებს უსურვებს.

“მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა კოალიცამ შეარჩია პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატი. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩემი მეგობარი, მინდა მას ვუსურვო წარმატებები. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატია“პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარვუდგენთ”