კნუტ ფლეკენშტეინი: მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ მივიღო

მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ მივიღო, – ამის შესახებ საქართველოს ევროპარლამენტის “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინმა „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და იმ პროგრესის ნახვა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

„არ არსებობს საფუძველი, თავი შეიკავონ ვიზარიბელარიზაციის მინიჭებისგან. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა ბრიუსელში. „კონსერვატორებმაც“ ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზარიბელარიზაციისთვის, დადგა დრო ამის განსახორციელებლად. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სტრასბურგში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ყველა პარტიამ, განურჩევლად მათი ორიენტაციისა ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზარიბელიზაციიას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა”, – აღნიშნა კნუტ ფლეკენშტეინმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დაობენ იმაზე, ვის უნდა ქონდეს ბოლო სიტყვის უფლება.

„მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება, მე ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან, ქალბატონი მერკელისაგან და საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაერისაგან, როგორ იბრძვიან ამ შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მე მართლაც მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ”, – განაცხადა კნუტ ფლეკენშტეინმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ბევრი პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ ცდილობს რაღაც ქულების დაწერას
შემდეგი სტატიაკახი კალაძე თბილისის მერის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს