კნუტ ფლეკენშტეინი: ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა

საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი საქართველოში ვიზიტის მიზნებს განმარტავს.

ფლეკენშტეინი “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ სთავაზობს წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერას, რადგან “სოციალ-დემოკრატებმა” კარგად იციან, რომ “ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა ამ ყველაფერმა საქართველო ევროკავშირს”.

“მეორე მხრივ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა. ეს ყოველთვის ასე არ იყო. ამიტომ, ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და ნახვა რეალურად ამ პროგრესის. ასევე არ არსებობს საფუძველი შეიკავო თავი ვიზარიბელარიზაციის მინიჭებისადმი.

ძალიან კარგია, იცოდე რომ “კონსერვატორებმაც” ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზარიბელარიზაციისთვის და ახლა კი დადგა დრო ამის განსახორციელებლად.

ძალიან შთამბეჭდავი იყო როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო სტრასბურგში პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ყველა პარტიამ განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზარიბელიზაციიას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რა არის წინასაარჩევნო გარემო და მეორე მხრივ, რა არის ქვეყნის წინსვლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის მიმართ.

მართლაც საუბარია რამდენიმე დეტალზე. სინამდვილეში ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დაობენ იმაზე, ვის უნდა ჰქონდეს ბოლო სიტყვის უფლება.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება. ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან, ქალბატონი მერკელისაგან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონი შტაინმაერისაგან, როგორ იბრძვიან შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად და მე მართლაც მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ.

გისურვებთ ძალიან წარმატებულ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს შემდგომ განვითარებას შემდგომი წლების განმავლობაში, როგორც ეს მოხდა გასულ წლებში”, – განაცხადა ფლეკენშტეინმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, გახმაურებული საქმეებიდან აცილებას ითხოვს
შემდეგი სტატიადემურ სტურუას ოჯახის წევრები და ადვოკატი სტურუას საქმის გამოძიების შედეგებს ეცნობიან