კნუტ აბრაჰამი ანალენა ბერბოკს – კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართავს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. „ვაიმარის სამკუთხედის“ (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს“, – წერს ბუნდესტაგის დეპუტატი.

banner
წინა სტატიაშილინას ლინკევიჩუსი-ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება
შემდეგი სტატიაბალტიის ქვეყნების ერთობლივი განცხადება