კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა დღეს, 28 ივნისს, გადაცემაში – Пограничная ZONA საუბრისას თქვა, რომ 20 ივნისს, პარლამენტში ხალხის შესვლის მცდელობის შემდეგ, პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების სროლა და ცრემლსადენი გაზის გაშვება, მომიტინგეების საქციელის პირდაპირპროპორციული იყო.

“რაც ხდება საქართველოში არის დემოკრატიული პროცესი. ეს ხდება პარლამენტში, პარტიებს შორის მოლაპარაკებების დროს. ზოგჯერ ეს პროცესი ქუჩაში ინაცვლებს, დემონსტრაციების სახით. პოლიციამ უნდა გადაწყვიტოს, რა ქნას, როცა პროტესტი სხვა ფორმას იღებს. პარლამენტის ან თუნდაც ვინმეს სახლის დაბლოკვა დემოკრატიული პროცესი არ არის. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ პოლიციას უნდა ემოქმედა, რომ აღეკვეთა ეს ყველაფერი, მათი ქმედებები კი იყო ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციული”, – ამბობს კრიში.

banner
წინა სტატიაშიკნირში: ომი რუსეთის ინტერესში იყო
შემდეგი სტატიათბილისის უბნები “ქართულმა ოცნებამ” დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს – მიხეილ სააკაშვილი