კლუნების ფონდი: მზიას საქმე გვახსენებს, რამდენად სერიოზულია საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ საქართველოში

“კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის” ქართული ოცნების რეჟიმის პოლიტპატიმრის, მზია ამაღლობელის შესახებ მორიგ პოსტს ფონდის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

პოსტში ხაზგასმულია, რომ ამაღლობელის საქმე საქართველოში პრესის თავისუფლების უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შემახსენებელია.

“ამ კვირაში ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დაბადების დღე ციხეში გაატარა.

მის ბოლო სხდომაზე:

სასამართლომ ბრალდებების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დაცვის მხარის ჩვენება დაბლოკა.
პროკურორებმა სადავო წარსული ბრალდებები გამოიყენეს, რათა მას „განმეორებითი დამნაშავე“ ეწოდებინათ.
პოლიციამ განაცხადა, რომ მათ მხრიდან მომიტინგეების მიმართ აგრესია არ ყოფილა.
მზიას საქმე საქართველოში შემზარავი შემახსენებელია საფრთხისა, რომელიც პრესის თავისუფლებას ემუქრება.

მსოფლიო ადევნებს თვალს”, – ვკითხულობთ ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდის ოფიციალურ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიჯორჯია მელონი – სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებით ნათელი გახდა, თუ ვინ არ არის მზად მშვიდობისთვის
შემდეგი სტატიატუსკი: რუსეთის პირობები მიუღებელი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის მიუღებელია