კლუბ „ბასიანთან“ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან

კლუბ „ბასიანთან“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შრომის ინსპექცია კლუბის დალუქვას აპირებს.

კლუბთან ასევე იმყოფებიან მოქალაქეები და კლუბის დამფუძნებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილის განცხადებით, ეს საკლუბო სივრცეების დაშინება, შანტაჟი და განადგურებაა.

„გვქონდა განწყობა, რომ დაიწყებოდა დალუქვა, დევნა და ფინანსური სანქციები. ახლა მიმდინარეობს დალუქვის პროცესი, თუმცა ვეწინააღმდეგები, თუნდაც თავისუფლების აღკვეთის ხარჯზე დამიჯდეს. ერთადერთი გამოსავალი იყო ამ სივრცეების გახსნა. ამაზე ვიმუშავეთ, დავდეთ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული კვლევები და ესე იგი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოება და ხალხზე ზრუნვა არაა ამოსავალი. ეს არის საკლუბო სივრცეების დაშინება, შანტაჟი და განადგურება. პირადად მე ვიყავი ჩართული გამოსავლის ძიებაში ეს ექვსი თვე. ამ ეტაპზე ფიზიკურად გვაქვს დასაცავი სივრცე და გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბაღათურია მოძალადეებს – ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ?
შემდეგი სტატიაკახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა