კლუბ “ბასიანთან” სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კლუბ “ბასიანთან” სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ კლუბ “ბასიანის” დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი საკუთარ Facebook-ზე წერს.

“დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა სამი მათგანი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მადლობა მათ, ვინც ბოლომდე მიჰყვა პროცესს – სამართლიანობისთვის”. – წერს ნაჯა ორაშვილი.

ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. ჩაჩხიანი ამავე დღეს დააკავეს.

ჩაჩხიანს ბრალი 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს. ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც არის ნასამართლევი. ის საპატიმროდან 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშილევან კვარაცხელიას ინფორმაციით,ბოლნისში ენმ-ს აქტივისტების კოლონას ქვები დაუშინეს
შემდეგი სტატიაფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს