“კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი”-მაჩალიკაშვილი

კლიტე კი არა, პროკურატურაზე რა არის დასადები, მე ვიცი, მაგრამ, ღმერთო მიშველე, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სადაც პროკურატურის ჭიშკარს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი დაადეს.

„ირაკლი ოქრუაშვილის, გია რურუას საქმეებისთვის, დანარჩენი სიბინძურეებისთვის დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ამ პატიოსან ბიჭებს. რაც შეეხება პროკურატურისთვის კლიტის დადებას, პროკურატურას კლიტე კი არა, აქ დასადები რა არის, მე ვიცი, მაგრამ ღმერთო, მიშველე, საქართველოს სიყვარულით. ორი წელია, იმისთვის ვიბრძვი, შე დედააფეთქებული, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე პროკურორის ხარ თუ გენპროკურორი. „ნაციონალები“ თავზე დაგვამხობენ ხელისუფლებასო, შენი დედაც და იმათი დედაც, თუ დაგვამხობენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა- ყველა უწყება დაბოქლომდება
შემდეგი სტატიამათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამ გადაწყვეტილების მარტივად გატანა ტექნიკურად შეუძლებელია – მდინარაძე ხუნდაძის ინიციატივაზე