კლინტონმა ტრამპს პუტინის ქება-დიდებაში დასდო ბრალი

კლინტონმა ტრამპს ისლამური სახელმწიფოს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პუტინის ქება-დიდებით არის დაკავებული – რინოში გამოსვლისას განაცხადა მილიარდელის ოპონენტმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა – Time წერს.
“ტრამპი პუტინს ქება-დიდებას აყრის და პრორუსულ პოლიტიკას ქმნის. ის უარს ამბობს ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერაზე, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, კრემლს აღმოსავლეთ ევროპაში ხელ-ფეხს უხსნის. ამერიკის პრეზიდენტები, ჰარი ტრუმენიდან დაწყებული და რონალდ რეიგანით, ბუშით, ბილ კლინტონი, ობამათი დამთავრებული, რუსეთთან ტრამპის დამოკიდებულებას უარყოფითად აფასებენ” – განაცხადა კლინტონმა.
ამასთანავე, კლინტონმა რუსეთის ლიდერს “უკიდურესი ნაციონალიზმის გლობალური ბრენდის ნათლიმამა” უწოდა

banner
წინა სტატიაშიბელგიის სამხრეთ-დასავლეთით სპორტულ კომპლექსში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიამედიამ ოდესაში ბერეზოვსკის იახტა აღმოაჩინა