კლინტონმა ტრამპს მკვეთრად გაუსწრო

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა, თავის კონკურენტს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს მკვეთრად გაასწრო – ამაზე კომპანიების CNN და ORC International-ის კვლევები მოწმობს.
კვლევის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნები რომ ჩატარებულიყო 29-დან 31 ივლისის ჩათვლით, კლინტონს ხმას ამომრჩევლების 52% მისცემდა, ტრამპს კი 43 %.
ეს დემოკრატიული პარტიის ყრილობის შემდეგ ერთ-ერთი პირველი გამოკითხვაა, რომელიც 25-დან 28 ივლისის ჩათვლით ფილადელფიაში გაიმართა (პენსილვანიის შტატი).
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიის ყრილობის შემდეგ ამომრჩეველთა უმეტესობამ დონალდ ტრამპისთვის არჩია ხმის მიცემა.

banner
წინა სტატიაშიტრისტან წითელაშვილი : ხიდაშელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ვადანაშაულებ
შემდეგი სტატია“შუბლს გაგიხვრეტ”! – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)