კლინტონმა ტრამპს ისლამური სახელმწიფოს “საუკეთესო გადამბირებელი” უწოდა

კლინტონმა ტრამპს ისლამური სახელმწიფოს

კლინტონმა ტრამპს ისლამური სახელმწიფოს "საუკეთესო გადამბირებელი" უწოდაგუშინ აშშ-ს პრეზიდენტობის სამმა კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, დებატებზე რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკეს.
“ის ისლამური სახელმწიფოს საუკეთესო გადამბირებელია” – განაცხადა ჰილარი კლინტონმა – მას მხედველობაში ჰქონდა ტრამპის მოწოდება აშშ-ში მუსლიმების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.

“მას გონია, რომ დაბალი ანაზღაურება კარგი იდეაა” – განაცხადა სენატორმა ბერნი სანდერსმა დონალდ ტრამპზე.
მერილენდის ყოფილმა გუბერნატორმა მარტინ ო’მელმა განაცხადა, რომ აშშ-მ ” თავისი ფასეულობები არასდროს უნდა ჩაუგდოს ხელში რასისტებს”, აშშ-მ არასდროს არ უნდა მისცეს უფლება “დიდ პირიან მილიარდელებს ფაშისტური განცხადებებით გამოვიდნენ”.

დებატებამდე ტრამპს “არამზადა” უწოდა რესპუბლიკელმა ჯებ ბუშმა, რომელიც ასევე პრეზიდენტობის კანდიდატია.
7 დეკემბერს მილიარდელმა დონალდ ტრამპმა მოწოდება გააკეთა, აშშ-ში მუსლიმები არ შემოუშვან “სანამ ქვეყანა არ გაარკვევს რა ხდება”.
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო მარათონში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ექსპერტების თქმით, მისი პოპულარობა გამოწვეულია იმით, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ის არ ერიდება მოვლენებს საკუთარი სახელი დაარქვას.

banner
წინა სტატიაშიმოხსენება: ისლამური სახელმწიფოს ჩასანაცვლებლად მინიმუმ 15 დაჯუფებაა მზად
შემდეგი სტატიათურქეთმა უკრაინას სთხოვა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში დაეხმაროს