კლინტონმა ტრამპის წინააღმდეგ სანდერსთან გაერთიანება ისურვა

კლინტონმა ტრამპის წინააღმდეგ სანდერსთან გაერთიანება ისურვა

2აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ტრამპის წინააღმდეგ აუცილებელია თავის თანაპარტიელთან, ბერნი სანდერსთან გაერთიანდეს – ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.
კლინტონის განცხადებით, მისი კამპანიის და სანდერსის შტაბი უკვე აწარმოებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.
“მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დემოკრატიული პარტია გაერთიანდეს. ჩვენი კამპანიები უკვე დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას” – განაცხადა კლინტონმა.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის და სანდერსი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში არ მოხვდეს.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა ერდოღანს ურჩია ბოდიშით დაიწყოს
შემდეგი სტატია”მაესტროს” ახალი მენეჯმენტი ზურაბ ნაყეურისადმი გიორგი ისაკაძის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს