კლინტონმა პუტინთან ურთიერთობას “საინტერესო” უწოდა

ბოლო 14 წლის მანძილზე ჰილარი კლინტონს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს

ბოლო 14 წლის მანძილზე ჰილარი კლინტონს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვსაშშ-ს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის პრეზიდეტთან ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობას “საინტერესო” და “დასაფასებელი” უწოდა – ამის შესახებ მან დებატებზე განაცხადა.

“ჩვენ გვქონდა ისეთი მომენტები, როცა მკაცრად მოვექეცით ერთმანეთს” – განაცხადა კლინტონმა. მისი აზრით, ვაშინგტონმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს როგორ იმუშაოს სამომავლოდ პუტინთან.
მან მოსკოვთან “გადატვირთვის” ახალი ეტაპიც დაუშვა. “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მე რას მივიღებ სანაცვლოდ” – კლინტობს The Washington Free Beacon ციტირებს. სარგებელში მან დაასახელა აშშ-სა და რუსეთს შორის ადრე მიღწეული შეთანხმება ატომური შეიარაღების წარმოების შემცირების შესახებ, ირანის სანქციების მხარდაჭერა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროებისთვის ტვირთის რუსეთის ტერიტორიიდან შეტანა.

2015 წელს კლინტონმა პუტინზე თქვა: “პუტინს არა აქვს ბევრი ისეთი თვისება, რომელიც მე აღმაფრთოვანებს, მაგრამ იმას, რომ მას შეუძლია ადგეს და თქვას “მე თქვენი მომავალი პრეზიდენტი ვიქნები” თავისი ხიბლი აქვს” – გაიხუმრა მან ვაშინგტონში ერთ-ერთ ინსტიტუტში გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისკოლაში თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიასაკადრო ცვილილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში