კლინტონმა პუტინთან სადილი ამჯობინა ტრამპის კომპანიას

კლინტონმა პუტინთან სადილი ამჯობინა ტრამპის კომპანიას

2დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სადილს ამჯობინებდა თავისი კონკურენტის, დონალდ ტრამპის კომპანიას – ასე გაარკვიეს ჟურნალისტებმა, რომლებიც მისი წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენელებთან ერთად იმყოფებოდნენ თვითმფრინავში -წერს Daily Mail-ი

შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონმა შეშფოთება გამოხატა “უტყუარი მონაცემების” შესახებ, რომელიც ქვეყნის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევას ადასტურებს და დონალდ ტრამპი “დიქტატორებზე ჩაციკვლაში” დაადანაშაულა, რომელთა შორის, კლინტონმა, ვლადიმირ პუტინიც იგულისხმა -ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა.
თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხისას კლინტონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთნაირად უნდა იყვნენ რუსეთით შეშფოთებულები.
“არასდროს მომხდარა, რომ უცხოური ძალები ჩარეულიყვნენ საარჩევნო პროცესში. არასდროს მოუწოდებია პრეზიდენტობის კანდიდატს რუსებისთვის გააძლიერონ ჰაკერული საქმიანობა” – თქვა კლინტონმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ობამას წინადადება, სირიაში ერთობლივ ოპერაციაზე, მიიღო
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 სექტემბერს გაიმართება