კლინტონმა ლიბიაში ქაოსზე პასუხისმგებლობა მოიხსნა

კლინტონმა ლიბიაში ქაოსზე პასუხისმგებლობა მოიხსნა

აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჰილარი კლინტონმა, ლიბიაში შექმნილ ქაოსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადა: „ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით“. მისი თქმით, ლიბიას არ უნდოდა რომ აშშ-ს მოეწესრიგებინა ქვეყნის შიდა მდგომარეობა, რისი უზრუნველყოფა, ცხადია, არც თვითონ შეეძლო.
გუშინ გამართულ დებატებში, კლინტონის ოპონენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში, ბერნი სანდერსმა მან ბრალი დასდო „ლიბიაში რეჟიმის შეცვლის მხარდაჭერაში“ მაშინ, როცა აშშ-ს მთავრობას არც კი ჰქონდა გეგმა შემუშავებული, რა უნდა მომხდარიყო რეჟიმის შეცვლის შემდეგ.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა სანდერსის რეპლიკაზე უპასუხა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გაეროს რეკომენდაციით მოქმედებდა, „გადაწყვეტილება პრეზიდენტს უნდა მიეღო, მე მხოლოდ დაზვერვის მონაცემებზე ვაგებდი პასუხს“ – განაცხადა კლინტონმა.
10 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თავის ყველაზე დიდ შეცდომად ლიბიაში მომხდარი გადატრიალება დაასახელა, რომლისთვისაც აშშ მზად არ აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიაპოროშენკომ უკრაინაში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადა