კლინტონის მიერ საიდუმლოების შენახვის ინსტრუქციის დავიწყება ტვინის შერყევით ახსნეს

6აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატებიდან, ჰილარი კლინტონმა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს განუცხადა, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ინსტრუქცია არ ახსოვს, რომელიც მან სახელმწიფო მდივნის პოზიციისას გაიარა – დღეს Reuters-ი წერს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, დავიწყების მიზეზად კლინტონმა ტვინის შერყევა დაასახელა, რომელიც 2012 წელს გადაიტანა.

ფედერალურმა ბიურომ კლინტონთან დიალოგის მონაკვეთი გამოაქვეყნა, რომელიც დღეს შედგა, ასევე, გამოძიების რამდენიმე დეტალი, რომელიც ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონული ფოსტის გამოყენებას შეეხება იმ პერიოდში, როცა ის სახელმწიფო დეპარატმენტს ხელმძრავნელობდა.

კლინტონი აღნიშნულ თანამდებობაზე 2009-2013 წლებში მუშაობდა.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ზურაბ ერქვანია: ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი სამართლიანი პრეტენზიები
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია თავჯდომარემ დატოვა