კლინტონი ფილიპინელ შინამოსამსახურეს საიდუმლო დოკუმენტების ამობეჭდვას ავალებდა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი მაშინ, როცა უწყებას ხელმძღვანელობდა, თავის ფილიპინელ შინამოსამსახურეს რეგულარულად ავალებდა სახელმწიფო დოკუმენტების ამობეჭდვას – The New York Post-ი ავრცელებს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მასალებზე დაყრდნობით.
როგორც ვრცელდება, კლინტონი, ფილიპინური წარმოშობის სახლის საქმეებში დამხმარეს მარინა სანტოსს არა მხოლოდ ყოფით საკითხებს ავალებდა, არამედ, ფაქტობრივად, ანდობდა სახელმწიფო მიმოწერას, მათ შორის, საიდუმლო სახის დოკუმენტებს.
როგორც ირკვევა, კლინტონი, სახელმწიფო დეპარტამენტში მრჩევლებისგან საიდუმლო დოკუმენტებს იღებდა, რომელსაც, ის შემდეგ სახლში სანტოსს უგზავნიდა ამოსაბეჭდად. მათ შორის იყო გამოსვლების პროექტები, კონფიდენციალური მიმოწერები და მასალები, რომელიც უცხოეთის ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებისათვის იყო საჭირო.

ასევე ირკვევა, რომ შინამოსამსახურეს კლინტონის რეზიდენციაში საიდუმლო ოთახზეც (განსაკუთრებულ ინფორმაციაზე მუშაობის ცენტრი) ჰქონდა წვდომა.

ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონული ფოსტის არასწორი გამოყენების გამო სკანდალი 2015 წელს დაიწყო.
ხვალ, 8 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიობამამ ტრამპს “ტვიტერიდან” ჩამოცილების გამო დასცინა
შემდეგი სტატიაWikiLeaks: “სიენენი” ტრამპის და კრუზისათვის დასასმელ შეკითხვებს დემოკრატებს უთანხმებდა