კლინტონი მოწამლეს?

ამერიკელ-ნიგერიელმა სასამართლო ექსპერტმა, ბენეტ ომალუმ ეჭვი გამოთქვა, რომ ჰილარი კლინტონის ავადმყოფობაში რუსეთს მიუძღვის წვლილი. პოლიტიკოსის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმმა საკუთარ “ტვიტერ” გვერდზე დაწერა.
ერთ-ერთ ბლოგში ომალუმ დაწერა: “ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბს ვურჩევ მისი სისხლი ტოკსიკურობაზე შეამოწმონ. არის იმის ალბათობა, რომ ის მოწამლეს”.
მორიგ ტვიტში ექიმმა, კლინტონის ჯანმრთელობის კონტექსტში აღნიშნა, რომ ის არ ენდობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ასევე კლინტონის კონკურენტს დონალდ ტრამპს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტისადმი სიმპათიებით არის განწყობილი.
მასალა, რომელიც ექიმი-ექსპერტის ეჭვებზე იყო დაფუძნებული, The Washington Post-მა გამოაქვეყნა. ამავე მასალაში გაზეთმა რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლა გაიხსენა, რომელიც 2006 წელს ლონდონში მოხდა – ლიტვინენკოს შემთხვევაში ლატალური შედეგი დადგა.

banner
წინა სტატიაშიკლინტონის შტაბში ღონისძიებების აღდგენის თარიღი დაასახელეს
შემდეგი სტატიაჰაკერმა დემოკრატიული პარტიის მორიგი მასალები გამოაქვეყნა