კლინტონი და ტრამპი მარცხს განიცდიან, თუმცა ლიდერობას არ კარგავენ

კლინტონი და ტრამპი მარცხს განიცდიან, თუმცა ლიდერობას არ კარგავენ

15ბერნი სანდერსმა ჰილარი კლინტონზე გაიმარჯვა მენის შტატში გამართულ კოკუსებში – აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატების პირველად არჩევნებზე, დემოკრატიული პარტიიდან.
უკანასკნელი მონაცემებით, ვერმონტის შტატის სენატორი სანდერსი 64%-ით ლიდერობს, კლინტონს კი 36% აქვს.
რესპუბლიკელების პრაიმერიზე, რომელიც პუერტო-რიკოში გაიმართა, მარკო რუბიომ დონალდ ტრამპი დაამარცხა.
მიუხედავად ამისა, კლინტონი და ტრამპი საერთოეროვნულ მარათონზე ლიდერებად რჩებიან დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან.

გუშინ საღამოს ჰილარი კლინტონმა და ბერნი სანდერსმა “სიენენის” მიერ ორგანიზებულ ტელე-დებატებში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტში შედგა.
მათ ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში ერთმანეთს ბრალდებები გაუცვალეს. კერძოდ, კი კლინტონმა განაცხადა, რომ სანდერსმა ამერიკული ავტო-ინდუსტრიის განვითარების წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც კონგრესმა 2009 წელს მიიღო.
“მე მხარი დავუჭირე ამ პროგრამას, თქვენ კი არა. ყველას რომ იგივე გადაწყვეტილება მიეღო, რაც თქვენ, ჩვენი ავტოწარმოება დაინგრეოდა და თან წაიღებდა 4 მილიონ სამუშაო ადგილს” – განაცხადა კლინტონმა.
სანდერსმა, რომელიც ცნობილია თავისი მემარცხენე ხედვით, ამაზე უპასუხა: “მე ყოველთვის გამოვდიოდი იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენს მშრომელებს უოლ-სტრითის თაღლითები ეხსნათ”.
პუერტო-რიკოს წარმატების მიუხედავად, მარკო რუბიო რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს და ტედ კრუზს საგრძნობლად ჩამორჩება. კენკუტაში მიღწეული წარმატების შემდეგ ტრამპმა რუბიოს მოუწოდა, თავი დაენებებინა მარათონისთვის.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან “სოლიდარობის ფონდში” 8505 ლარი ირიცხება
შემდეგი სტატიათურქეთის პოლიციამ ქალების მიტინგი რეზინის ტყვიებით დაარბია