კლინტ ისტვუდი დონალდ ტრამპის “რასიზმზე” საუბრობს

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა ამერიკელებს მოუწოდა ყურადღება არ მიაქციონ ე.წ. “ტრამპის რასიზმს”, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატია – წერს Esquire.
“ვფიქრობ, ის რაღაც მნიშვნელოვანს შეეხო, იმიტომ, რომ ყველა დაიღალა პოლიტკორექტულობით და ალოკვით. ჩვენ ახლა ისეთი თაობის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც ირგვლივ ყველას ტრაკს ლოკავს, კატების თაობაში. ხალხს რასიზმში ადანაშაულებენ. მე როცა ვიზრდებოდი, ამ ყველაფერს “რასიზმი” არ ერქვა” – თქვა ისტვუდმა.
მიუხედავად ამისა, მან უარი განაცხადა დონალდ ტრამპის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, რადგანაც “რესპუბლიკელმა ბევრი სისულელე თქვა… ორივე მხარემ თქვა. მაგრამ ყველა იწყებს: “ო, ეს რასიზმია”. მოდი, ჭიანჭველადან სპილოს ნუ გამოვიყვანთ. მოდუნდით, ეშმაკმა დალახვროს. სავალალო დროში ვცხოვრობთ” – თქვა ისტვუდმა.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდება
შემდეგი სტატიაThe Independent: ბრიტანელი თვითმფრინავში სირიის კულტურის შესახებ წიგნის კითხვის გამო დააკავეს