ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამჟამად დაკავებულია, მცხეთის იზოლატორის მე-4 საკნიდან ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც მისი შვილი, მარიამ გეგუჩაძე ავრცელებს. ჟორჟოლიანი იხსენებს ცხოვრების მძიმე პერიოდს და მიმართავს მოსამართლე დავით მაკარაძეს.
„2018 წელს მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით, კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა. მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე კომფორტის ზონიდან — გართმევენ ყველაფერს, ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან…
მე არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მოსამართლე დავით მაკარაძეს, მისი მიზანი ჩემი დათრგუნვა უფრო იყო, მაგრამ არაფერს დავუახლოებივარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეებთან ისე, როგორც ამ სივრცემ და გარემომ დამაახლოვა. ბატონო დავით, არ გამოგივიდათ! მე ძალიან კარგად ვარ, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ ჩემთან ეს რაუნდი წააგეთ“, — წერს ტელეწამყვანი.

















