კლინიკენში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე COVID19-ით ინფიცირებული ექვსი პაციენტია

COVID19-ით ინფიცირებული ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხდა.

„კლინიკენში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე COVID19-ით ინფიცირებული ექვსი პაციენტია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

banner
წინა სტატიაშიბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ექიმებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გამოკითხვაზე იმყოფება