კლინიკების ასოციაცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ დღეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ევროატლანტიკურ მისწრაფებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

“საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოქალაქეს ნიკა მელიას. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პოლიტპატიმარს. დაუშვებელია ადამიანები ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულის გამო. ჩვენი ვალია დავიცვათ პატრიოტული სულისკვეთების მქონე თითოეული ადამიანი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მომავლის სადარაჯოზე.

გთხოვთ, დიპლომატებს, თქვენი ქვეყნის პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობით, დაგვეხმაროთ პროცესების დეესკალაციის საკითხებში და ყველა სახის ღონისძიებები გაატაროთ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით”, – აღნიშნულია წერილში.

მიმართვას ხელს აწერეენ: საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ვილი პაჭკორია, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება
შემდეგი სტატიაფორმულას ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ